ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გმირთა მოედანზე სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო გმირების ხსოვნას. ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება, თუმცა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, წელს ამ ღონისძიებების ნუსხა მოკრძალებულია.