ვეტერანის დღე აღინიშნება

კოვიდრეგულაციების დაცვით ტარდება ღონისძიებები, რომელიც ვეტერანის დღეს ეძღვნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება იწყება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სადაც პრემიერ-მინისტრი გეგმავს მისვლას. ღონისძიების შემდეგ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გმირთა მოედანზე სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, თუმცა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, წელს ღონისძიებების ნუსხა მოკრძალებულია.