ვეტერანი გენერლები შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობას ემიჯნებიან. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მათ სპეციალური ბრიფინგი გამართეს. ისინი მოუწოდებენ სამხედრო მოსამსახურეებს გაემიჯნონ პოლიტიკურ პროცესებში ღია ჩართულობას და საკუთარი არჩევანი მხოლოდ საარჩევნო ყუთთან დააფიქსირონ. ვეტერანი გენერლები ამბობენ, რომ მათი განცხადება გენერალ დევი ჭანკოტაძის მიერ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მიმართვებს მოყვა.