ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი ოფისი აქვს. გორგასლის 25 ნომერში მდებარე შენობა დღეს პრემიერ-მინისტრმა სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გახსნა.
ცერემონიის ფარგლებში გაიხსნა ფოტოხელოვან შაჰ აივაზოვის მუდმივმოქმედი ექსპოზიციაც, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიეძღვნა.