„ვეტერანები მშვიდობისთვის“- ამ სლოგანით ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ყრილობა გაიმართა. შეხვედრაზე ქვეყანაში მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემომ და შემდგომმა პერიოდმა წყნარ ვითარებაში უნდა ჩაიაროს. ვეტერანთა ნაწილი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჯარის პოლიტიზირება.
ნაწილი ამბობს, რომ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
ღონისძიება იმ არასამთვრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა, რომლებიც ვეტერანთა საკითხებზე მუშაობენ.