ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო კორტებზე ვეტერან პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირი დაიწყო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეძღვნება. მთავარი პრიზისთვის სხვადასხვა ასაკის 30-მდე სპორტსმენი იბრძვის, რომლებიც საქართველოს სახელს სხვადასხვა წლებში იცავდნენ.
გამარჯვებულები მამაკაცთა წყვილთა თანრიგში გამოვლინდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 28 ათასი ლარია. ვეტერანთა თასი წლეულს პირველად იმართება – ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალი წლიდან ტურნირი ტრადიციული და საერთაშორისო გახდება.