ვეტერანთა ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი ხუთჯერ გაიზრდება

იანვრიდან ვეტერანთა 22-ლარიანი დანამატი ხუთჯერ გაიზრდება – გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცეს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. 126 ვეტერანს დღეს ვეტერანის მოწმობა გადაეცა, ისინი 2008 წლის ომის დროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

დატოვე კომენტარი