ვეტერან პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირი

21:25, 25.05.2019

ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო კორტებზე ვეტერან პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირი დაიწყო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეძღვნება. მთავარი პრიზისთვის სხვადასხვა ასაკის 30-მდე სპორტსმენი იბრძვის, რომლებიც  საქართველოს სახელს სხვადასხვა წლებში იცავდნენ.

გამარჯვებულები მამაკაცთა წყვილთა თანრიგში გამოვლინდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 28 ათასი ლარია. ვეტერანთა თასი წლეულს პირველად იმართება – ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალი წლიდან ტურნირი ტრადიციული და საერთაშორისო გახდება.

მსგავსი