ვეტერანების აქცია

„ქართული ოცნების“ ოფისთან ვეტერანებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან მათთვის გამოყოფილი დახმარების, 22 ლარის გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებას ამ მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი თქმით, რეაგირება არ მოჰყოლია. ვეტერანების განცხადებით, აღნიშნული თანხა საკმარისი არ არის და  სიმბოლურად 22 ლარი „ქართული ოცნების“ ოფისის წინ დატოვეს.

მოამბე

დატოვე კომენტარი