თბილისში ვეტერან მოფარიკავეთა საახალწლო ტურნირი გაიმართა.
ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, ასპარეზობაში მონაწილეობა როგორც მამაკაცმა, ისე ქალმა მოფარიკავებმა მიიღეს.
პირველ დღეს ჩემპიონები და პრიზიორები რაპირაში გამოვლინდნენ. დასკვნით ტურნირზე კი შეჯიბრი დაშნასა და ხმალში გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებულები ვეტერანთა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.