ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური. განსახორციელებელ სამუშაოებზე ინფორმაციას დედაქალაქის მერი პირადად გაეცნო. პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისათვის მომზადდა წინასაპროექტო კვლევები, ასევე მოქალაქეების ჩართულობით შემუშავდა დეტალური დიზაინი. ვერის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისს შეემატება კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, თანამედროვე რეკრეაციული და გასართობი სივრცე. სამუშაოები პერიოდში პარკი ერთი წლით იქნება დაკეტილი.