ვერცხლის ქუჩაზე მოკლული პირი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დავით კლდიაშვილის 3 ნომერში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროისთვის მოკლული პატიმრობაში იმყოფებოდა და ის არაერთხელ არის ნასამართლევი, მათ შორის, 2016 წელს მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით.
ამ ეტაპზე უცნობია, რა უძღოდა წინ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი წარსულში არსებულ კრიმინალურ დაპირისპირებას.
გუშინ ვერცხლის ქუჩაზე დაუდგენელმა პირმა რამდენიმე გასროლა განახორციელა. გარდაცვლილს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.