ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს დღეს სასამართლო. ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ადუაშვილი, კლინიკიდან გამოწერეს და ის სასჯელაღსრულების უწყების მანქანით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ადუაშვილი ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს. მას გამოძიება ორი მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, კონსტანტინე ჯორბენაძეს, მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, ორივე ბრალდებულის მიმართ, უწყება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.