ვენეციის რიგით მე-80 კინოფესტივალი დასრულდა. წლევანდელი „ოქროს ლომის“ მფლობელი ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის ფილმი „საბრალონი“ გახდა, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. მასში მთავარ როლებს ემა სტოუნი, უილიამ დეფო და მარკ რუფალო ასრულებენ. „ვერცხლის ლომი“ კი წილად ხვდა იაპონელ რეჟისორ რიუსუკე ჰამაგუჩის, ფილმისთვის „ბოროტება არ არსებობს“ . ჟიურის სპეციალური ჯილდო ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ჩარჩენილი მიგრანტების შესახებ გადაღებული ფილმისთვის პოლონელმა რეჟისორმა, აგნეშკა ჰოლანდმა მოიპოვა, ხოლო საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის ჯილდო გადაეცა იტალიელ მატეო გარონეს ფილმისთვის „მე კაპიტანი“. წლევანდელ კინოფესტივალში გამარჯვებისთვის 23 ფილმი იბრძოდა.