ვენეციის რიგით მე-80 კინოფესტივალი დასრულდა.
პრესტიჟული კინო-დაჯილდოება წელს განსაკუთრებით პოლიტიკური აღმოჩნდა, რაც საბოლოოდ გამარჯვებულთა სიაზეც აისახა. ფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც ამერიკელი რეჟისორი, დამიენ შაზელი ხელმძღვანელობდა, მთავარი პრიზები იმ კინოსურათებს დაურიგა, სადაც აფრიკელი ახალგაზრდების ევროპაში მიგრაციაზე, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ლტოლვილების მდგომარეობაზე, ფემინიზმსა თუ ცნობილი დიქტატორის პოლიტიკურ შარჟზეა გადაღებული.
როგორ ჩაირა კინო-ბიენალემ, ნახეთ გაბრიელ ნაპოლეონესა და ლუკა ჩხაიძის მიმოხილვაში.