ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნა

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნა, საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებების თემაა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ცესკო-ს შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მიესალმებიან, თუმცა, აუცილებელია შემდგომი მოქმედება.