ვენეციის კომისიის შეფასება

რეკომენდაციების შესრულების პროცესში ევროკომისიის შეფასების ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ქართული მხარე 12 პრიორიტეტის მესამე პუნქტზე მოსაზრებებს ვენეციის კომისიისგან იღებს.

სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები კომისიისგან დადებითად ფასდება, თუმცა არა საკმარისად. მთავარი რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმაა, რომელიც ვენეციის კომისიის მოსაზრებით ისევ გამოწვევაა. სასამართლოს ნაწილში რეკომენდაციებს შესრულებულად აცხადებს მმართველი გუნდი და კომისიისგან დამატებით განმარტებებს ითხოვს. ოპოზიცია კი შენიშვნებს სრულად იზიარებს და ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდის მიზანი კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის.