ხვალ გახდება ცნობილი, ვენეციის კომისიის რომელ შენიშვნებს გაითვალისწინებს მმართველი გუნდი.
ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციების განსახილველად, უმრავლესობა გუნდის შიგნით კონსულტაციების გამართვას აპირებს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რა ცვლილებები შევა „ქართული ოცნების“ კანონ-პროექტში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს ადგენს. ამიტომ პარლამენტის ხვალინდელი სხდომის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. ერთი დღით ადრე, პროექტის გარშემო ცნობილი ხდება კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიცია. გამოცდები, კენჭისყრის ფორმა, ინტერესთა შესაძლო კონფლიქტი – ოდირის შენიშვნები ძირითადად ვენეციის კომისიის მსგავსია.
უმრავლესობის სადავო პროექტის მუხლობრივ განხილვას მმართველი გუნდი დღესაც გეგმავდა, თუმცა დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირების და პოზიციების შეუჯერებლობის გამო, სხდომა გადაიდო.