როგორ აფასებენ პარლამენტის უმრავლესობა და ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას.
ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-განწესების შესახებ მომზადებული პროექტი ხარვეზიანია და პარლამენტმა ეს ვითარება უნდა გამოასწოროს. წინააღდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯი შეილახება.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვას გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არის კონკრეტული რეკომენდაცია, რომელზეც მმართველ გუნდს განსხვავებული პოზიცია აქვს.
დეპუტატების პოზიციებს ქეთი ქაშაკაშვილი გაეცნო.