ვენეციის კომისიის დასკვნა სასამართლო რეფორმაზე

პოლიტიკური ვნებათაღელვის თემა ხდება ვენეციის კომისიის მეორე დასკვნა, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხება.

ოპოზიცია აქცენტს შეფასებების იმ ნაწილზე აკეთებს, რომლის მიხედვით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმის და პირადი ინტერესების საკითხი მოუგვარებელი რჩება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ტერმინი კორპორატივიზმი კლანურობად იკითხება, რასაც არ ეთანხმება ხელისუფლება. მმართველი გუნდის განმარტებით, კომისია საკუთარ დასკვნაში კორპორატივიზმის შესახებ სხვებზე დაყრდნობით საუბრობს და კონკრეტულ ფაქტებს არ ასახელებს. შეფასებებში კომისია ხელისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმასაც ახსენებს, რასაც ევროკომისიის მესამე პუნქტი გულისხმობს. ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობის შემდეგ ოპოზიცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მესამე რეკომენდაციასაც შეუსრულებლად, უკვე ინიცირებულ პროექტს კი ფასადურ ცვლილებებად აცხადებს. თავის მხრივ კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების პირობას დებს მმართველი გუნდი, რომელიც ახლა უკვე ეუთო-ოდირის დასკვნას ელოდება.