ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ დასკვნას მარტში მოამზადებს
ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოამზადებს დასკვნას, რომელიც კომისიის სხდომას დასამტკიცებლად 10-11 მარტს წარედგინება – ამის შესახებ კომისიის ვებ გვერდზე ვკითხულობთ. ეს მოსაზრება მომზადდება სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროსაბჭო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი 2022 წლის 1 დეკემბერს გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებული აქვს.