ვენეციის კინოფესტივალი

ვენეციის კინოფესტივალი გრძელდება. მესამე საფესტივალო დღე მსოფლიო პრემიერებითა და გლამურით არის დატვირთული. საღამოს არც პოლიტიკური მოვლენები და ინდუსტრიის სკანდალები აკლია. ფლეშ მობი ირანელი ხალხის სოლიდარობის გამოსახატავად, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ცნობილი რეჟისორები და მორიგი ოქროს ლომი კარიერაში.

ვენეციის რიგით მე-80 კინოფესტივალს გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე აშუქებენ.