ვენეციის რიგით მე-80 საიუბილეო კინოფესტივალი გრძელდება. სტუმრებისთვის ყოველდღიურად ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა იმართება. წითელ ხალიჩაზე კი ერთმანეთს მსოფლიო კინოვარსკვლავები ენაცვლებიან. ფესტივალს აშუქებენ გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს დღიურების სახით გვიყვებიან.
დღეს მთავარ გამოშვებაში, 21:00 საათზე მორიგ ინტერვიუს შემოგთავაზებთ ქართველ-იტალიელ მსახიობთან, ლუკა ჩიქოვანთან, რომელიც ვენეციაში ახალი ფილმის პრეზენტაციაზე ჩავიდა. ჩიქოვანი ქალაქ რომში გაიზარდა, სადაც ის დედასთან ერთად, ძალიან პატარა ასაკში გადასახლდა. მუსიკალური კარიერის შემდეგ, 2018 წელს ის იტალიელმა რეჟისორმა, ალიჩე რორვახერმა აღმოჩინა და მიიწვია ფილმში „ბედნიერი ლაზარე“, რომელიც ჩიქოვანის სავიზიტო ბარათი გახდა.
კანის კინოფესტივალიდან დღემდე ,,იტალიური კინოს ამომავალი ვარსკვლავის” შემოქმედებითი გზა და ახალი პროექტები, ნახეთ „მოამბისთვის“ მომზადებულ ინტერვიუში, ზუსტად 21:00 საათზე.