16 დეკემბერს, სოფელ ველისციხეში განვითარებული მოვლენების გამო დაკავებული სამი მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს დღეს სასამართლო. აქედან ორი, ველისციხის მკვიდრია, ერთი კი – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი.
პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. დაკავებულების გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობენ მათი ადვოკატები.