ვაზისუბანში, N 90 სკოლის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაცია გრძელდება. არსებული ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე შადრევანი. სამუშაოების ღირებულება 4,5 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოებს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.