ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიება ჩატარდა ქალაქ დიჟონში.
სიტყვით გამოვიდა საქართვლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ოთარ შამუგიამ მევენახეობა-მეღვინეობის 8 000 წლიანი უწყვეტ ისტორიასა და ქართულ ღვინოზე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან დარგზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საექსპორტო ბაზრების არეალის გაფართოვებაზე. კონფერენციას 30-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა. მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ადასტურებენ საკუთარ ერთგულებას სამთავრობოთაშორისო, სამეცნიერო და ტექნიკური ორგანიზაციისადმი და ხაზს უსვამენ ვაზისა და ღვინის სექტორის მნიშვნელობას.