საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვახტანგ წერეთლის გამოკითხვა მიმდინარეობს.
მოსამართლის თანდასწრებით, გამოკითხვა წერეთელმა მოითხოვა. მისი განცხადებით, დეტალებზე შემდეგ ისაუბრებს, თუმცა მანამდე აბსურდულად აფასებს პროცესს. სასამართლოსთან იმყოფებიან ტელევიზიის თანამშრომლები. წერეთელს გამომძიებლები კითხვებს დაუსვამენ ხაზარაძე ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურის ინფორმაციით, იმ კომპანიებმა, რომელთა მეწილეც წერეთელია, 2008 წელს „თიბისი ბანკიდან“ მიიღეს სესხი და შემდეგ ეს თანხა ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშებზე გადაირიცხა.