ვატო შაქარიშვილი ლგბტ პროპაგანდასა და ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებაზე საუბრობს. ის მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ქვეყნის ეროვნულობას დაიცავს. მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდა არის აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი და საკითხი საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება.
შაქარიშვილის განცხადებით, განსაკუთრებული გავლენის მოხდენა მიმდინარეობს არასრულწლოვნებზე და საკითხი კანონით უნდა დარეგულირდეს.