პრეზიდენტის ინტერვიუს CBS-თან საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ეხმაურება და საქართველოსთვის დამაზიანებელი გზავნილების გაჟღერებად აფასებს. ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ კითხვები გააჩინა როგორც ამერიკის საელჩოსთან, ისე პრეზიდენტთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის შესახებ.