თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვიზიტის დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ანგელა მერკელი ვაშინგტონში აპრილის ბოლოს ჩავა. ტაბლოიდ „ბილდის“ ცნობით კი, აშშ-ის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება. დონალდ ტრამპმა გერმანიის მიმართ კრიტიკული განცხადებები არაერთხელ გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტი ბერლინს „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის ინვესტიციისთვის, ნატოში დაბალი კონტრიბუციისთვის და სკრიპალის საქმეზე რუსეთის მიმართ არასაკმარისად მკაცრი პოზციისთვის აკრიტიკებს.