„ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ემიგრანტებს მიმართავს და არჩევნებში მაქსიმალური ჩართვისკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობას გადამწყვეტი როლი ექნება. გიორგი ვაშაძე მათ საკონსულო აღრიცხვაში დახმარებას სთავაზობს. საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ეხმაურება. მისი განცხადებით საზღვარგარეთ საკონსულოების გახსნა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა ამ პროცესების მიმართ ღია არ არის. ბექა ოდიშარია პლატფორმა „ემგიდს“ „თაღლითურს“ უწოდებს და ემიგრანტებს მიმართავს, საკონსულო აღრიცხვისთვის მიმართონ საქართველოს დიპლომატიურ უწყებებს.