გიორგი ვაშაძე ოპოზიციას მოუწოდებს, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ. კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარე კვირაში ჩატარდება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას სურს თავდასხმა საქართველოს სამართალდამცავ ინსტიტუტებზე და ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს შესაბამისი უწყებები ახორციელებენ.