ვაშაძე NDI-ს წინააღმდეგ

პოლიტიკური სპექტრი ვერც „ენდიაის“ ბოლო კვლევაზე თანხმდება.

ყველაზე მწვავე გიორგი ვაშაძის შეფასება აღმოჩნდა. „ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნებული ოპოზიციონერი ლიდერი ამერიკის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ბოლო გამოკითხვის პოლიტიკურ ნაწილს სისულელეს უწოდებს. საუბარია წინა კვირას გასაჯაროებულ კვლევაზე, რომლის მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობას“ მხადაჭერის მხოლოდ 4%-იანი მაჩვენებელი აქვს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „ენდიაის“ კვლევაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია 5%-იან ბარიერს მიღმა აღმოჩნდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, რომელსაც ახლა ყოფილ მმართველ პარტიასთან ერთად გამარჯვების კოალიაცია აქვს შექმნილი და არჩევნებში პირველ ადგილზე გასვლაში დარწმუნებულია, ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მეთოდოლოგიას და კითხვების ფორმულირებას მწვავედ აკრიტიკებს. თუმცა, გვახსოვს წინა კვლევები და რადიკალურად გასხვავებული შეფასებები.

გიორგი კობერიძე არკვევდა, რამ გამოიწვია „ენდიაის“ მიმართ ოპოზიციის ნაწილის რიტორიკის შეცვლა და რით ხსნის პოლიტიკური სპექტრი კვლევაში ოპოზიციისთვის საკმაოდ არასახარბიელო შედეგებს.