ვაშაძე-ჩარკვიანის ალიანსი

გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და თაკო ჩარკვიანის „კანონი და სამართალი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ ბლოკად წარდგებიან. არჩევნებში მონაწილეობას ორპარტიული გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით მიიღებს. შეკითხვაზე, რა ფორმით იურთიერთებენ სხვა ოპოზიციურ ძალებთან, ამბობენ რომ ითანამშრომლებენ.

რა ბედია ეწევა თავად „ძალა ერთობაშიას“ ოპოზიციურ გაერთიანებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობაც“ შედის, ამ თემას ჩვენ შემდგომ გამოშვებებში მივუბრუნდებით.