„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი სექტემბრიდან ფართომასშტაბიან და პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, დაუმორჩილებლობა და არაძალადობრივი აქციები ქვეყნის დეოლიგარქიზაციამდე გაგრძელდება. აქტიური სამოქალაქო პროტესტის და სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციების გამართვის იდეას „ნაციონალური მოძრაობაც“ უერთდება და მიიჩნევს, რომ პროტესტი შედეგს გამოიღებს.
საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი და მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიან აქციებს და დაუმორჩილებლობას პერსპექტივა არ აქვს.