ვარსკვლავთა მატჩი კალათბურთში

1-დან 4 თებერვლის ჩათვლით ქუთაისი კალათბურთის მნიშვნელოვან ღონისძიებებს უმასპინძლებს. ქალაქში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი და სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი ჩატარდება. საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი 1-დან 4 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. 3 თებერვალს კი, ქუთაისის სპორტის სასახლეში ყველა ვარსკვლავის მატჩი შედგება, სადაც ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები შეხვდებიან. „ოლ სტარის“ მატჩში ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები ტრადიციულად გულშემატკივრის მიერ, გამოკითხვის შედეგად შეირჩევიან. კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ხმის მიცემის პროცედურა დღეიდან დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდება. ქუთაისის საკალათბურთო დღეების ფარგლებში დაგეგმილია ასევე საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა.