ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. გამოძიების ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებულმა პირმა ტაქსის მძღოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი პირი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.