ვარკეთილში მომხდარ აფეთქებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ცხელ კვალზე აყვანილია 1977 წელს დაბადებული მამაკაცი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს ახალგაზრდებთან მოუვიდა შელაპარაკება, რის შემდეგაც კორპუსის ზედა სართულიდან მან „ერ-გე-დეს“ სისტემის ხელყუმბარა ესროლა.
აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ერთ-ერთი 18 წლის ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაშია განაგრძობს მკურნალობას.
პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას მეტალის ნაწილაკებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. კიდევ ერთ მამაკაცს „ამტელის“ კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია.