ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, მას ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თუმცა, მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გახოკიძის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა.
ავტობუსის მძღოლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე მათგანი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს ავტობუსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია.
გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.