ვარკეთილში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

ვარკეთილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 18 წლის ახალგაზრდა „ინგოროყვას“ კლინიკაშია გადაყვანილი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას მეტალის ნაწილაკებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდე ერთ მამაკაცს „ამტელის“ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში აფეთქება ღამით მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სადარბაზოში სავარაუდოდ ხელყუმბარა შეაგდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.