საქართველოში „კოვიდ-19“-ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.
„ასტრაზენეკას“ ფირმის 43 200 დოზა ვაქცინა ქვეყანაში ხვალ ჩამოვა.
როგორ ემზადებიან შესაბამისი უწყებები და კლინიკები ვაქცინაციის პროცესისთვის და რამდენად უსაფრთხოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ის პარტია, რომელიც საქართველოში ჩამოდის, – ამ საკითხებში გარკვევაში ჩვენი ჟურნალისტი თათია ტაბეშაძე დაგვეხმარება.