ვაქცინაციის პროცესის მოლოდინი

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების პირველი ნიშნები.

რამდენიმეკვირიანი სტაბილიზაციის შემდეგ ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა იმატებს. წინა დღეებისგან გასხვავებით, დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს ასცდა. თუ ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა რიცხვი 200-300-ის ფარგლებში მერყეობდა, დღეს ეს მონაცემი 513-ს შეადგენს. ამასთან, შეზღუდვების დიდი ნაწილის გაუქმების პარალელურად პირბადეების ტარების მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული. ახლა მთელი ყურადღება ვაქცინაციის დროულად დაწყებაზეა გადატანილი.

დღეს „მოამბე“ ნიუ იორკში მცხოვრებ იმ ქართველ მეცნიერს ესაუბრა, რომელიც „ფაიზერის“ შექმნის პროცესში მონაწილეობა. მას საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდების დაგვიანებაზეც ვკითხეთ.