მაშინ როდესაც საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე მოთხოვნა კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა, ევროპაში ბრიტანულ-შვედური პრეპარატის დეფიციტია.
ევროკავშირი მწარმოებელ კომპანიას ხელშეკრულების პირობების შესრულებას და ვაქცინის მიწოდების გაზრდას სთხოვს.
„კოვიდ-19“-ის პანდემიის დაძლევის გზებზე ევროკავშირის ლიდერებმა დღეს ვიდეო კონფერენციის საშუალებით იმსჯელეს. ევროპის ბევრ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ უარესდება. ამიტომ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ვაქცინების ექსპორტისთვის დადგენილი კრიტერიუმები იმ დრომდე გამკაცრდება, ვიდრე ვაქცინის მწარმოებლები პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებს არ დააკმაყოფილებენ.