ისრაელში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო. მან „ფაიზერის“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
„ეს არის პატარა დოზა ადამიანისთვის, თუმცა დიდი ნაბიჯი წინ ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ვაქცინა პრემიერთან ერთად პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმაც გაიკეთა. ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამ „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონობით დოზა შეიძინა.