გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების იმუნიზაცია. „თბილისის ზღვის პლაზაში“ მოწყობილ ამცრელ სივრცეში ვაქცინა გაიკეთეს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვა კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, შეუძლიათ. ამ ეტაპზე, უწყების თანამშრომლების 60% უკვე ვაქცინირებულია.