ვანსა და ხონში საარჩევნო პროცესი გრძელდება - მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს

ვანსა და ხონში საარჩევნო პროცესი გრძელდება. მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. უბნების დახურვამდე 5 საათი რჩება. პირველად მონაცემებს კი საარჩევნო ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ღამის 12 საათისთვის გამოაქვეყნებს. ცესკო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და პროცესის მიმდინარეობის შესახებ პერმანენტულად აქვეყნებს ინფორმაციას.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი და კომისიის ვებ გვერდიც. შუალედურ არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც აკვირდებიან, პროცესს 19 მედიასაშუალება აშუქებს. საარჩევნო კომისია მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ნათია ქენქაძეა დილიდან საარჩევნო ადმინისტრაციაში და ის ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.