ვანო მერაბიშვილს ამ წუთებში ადვოკატი ხვდება. ინტერესების დამცველი ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად შევიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გუშინ გამოკვლევები ჩაუტარდა.
სასჯელაღსრულების უწყების ცნობით, დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის.