შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სასჯელი სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ მოიხადა, თუმცა კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ვანო მერაბიშვილმა ციხეში მხოლოდ ექსვი წელი და ცხრა თვე გაატარა. მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია სანდრო გირგვლიანის, ვალერი გელაშვილის, 26 მაისის აქციის დარბევის, აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. ამ ეტაპზე კი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო განხილვები 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე მიმდინარეობს, სადაც მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ძალოვანი მინისტრის გათავისუფლებას დღეს წინა ხლეისუფლების მმართველობის დროს დაზარალებული ოჯახები გამოეხმაურნენ. ისინი მერაბიშვილის არასაკმარის სასჯელზე მიუთითებენ და მის გასამართლებას ითხოვენ.