შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს წუხელვე გამოეხმაურა. ვანო მერაბიშვილი წერს, რომ მისი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება არ შეუძლია.
მერაბიშვილი აქცენტს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე გაკეთებულ განცხადებაზე აკეთებს და ამბობს, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი აბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით.
„ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი. უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა.
სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო!“ – წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.