ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს, სადაც ვანო მერაბიშვილი საპროტესტო აქციის დაშლის მეთოდებზე საუბრობს, ცინიზმად აფასებენ მმართველ გუნდში და საუბრობენ აქციების დაშლის იმ მეთოდებზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყენებდა.
გარდა ამისა, მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ მერაბიშვილის განცხადებებში კარგად გამოჩნდა, თუ რეალურად რა მიზნები ამოძრავებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და რომ ოპოზიციის გეგმის ნაწილი იყო გულწრფელი პროტესტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.
რვა მარტს უკრაინულ იუთუბარხზე ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ამ მიტინგის ერთ-ერთი მიზანი, სააკაშვილის გათავისუფლება უნდა ყოფილიყო. თქვა ისიც, რომ არის მკაფიო გეგმა, მათ შორის იმ ადამიანებთან შეთანხმებული, ვის ინტერესებსაც „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტები ეხება და ეს გეგმა, საქართველოს ივანიშვილისგან გათავისუფლება და სააკაშვილის ციხიდან დახსნაა. მას კითხვის პასუხად არც თბილისური მაიდანი გამოურიცხავს.